B
BIB.GE აუქციონი
  • მთავარი
  • აუქციონები
  • კატეგორიები
  • კონტაქტი
შესვლა რეგისტრაცია
შესვლა რეგისტრაცია
მთავარი/წესები და პირობები
BIB.GE

წესები და პირობები

წინამდებარე წესები განსაზღვრავს BIB.GE-ის ვებგვერდის, რეგისტრაციის, აუქციონში მონაწილეობის, გადახდისა და მოგებული ნივთის მიღების პირობებს.

ბოლო განახლება: 26 ივნისი, 2026

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს BIB.GE-ის ვებგვერდის გამოყენებას. საიტზე რეგისტრაციითა და გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება მოცემულ წესებს.

BIB.GE წარმოადგენს ონლაინ აუქციონის პლატფორმას, სადაც აუქციონზე გამოტანილ ყველა ნივთს ათავსებს მხოლოდ ადმინისტრაცია.

2. რეგისტრაცია

  • საიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას.
  • მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე.
  • მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოება და არ გადასცეს ის მესამე პირს.
  • ადმინისტრაციას უფლება აქვს შეაჩეროს ან გააუქმოს ანგარიში, თუ დადგინდა წესების დარღვევა ან არაკეთილსინდისიერი ქმედება.

3. ონლაინ აუქციონი

  • თითოეულ ლოტს აქვს განსაზღვრული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო.
  • თითოეულ ლოტზე ბიჯის (ფსონის) ოდენობას განსაზღვრავს მხოლოდ ადმინისტრაცია.
  • მომხმარებელს არ შეუძლია ბიჯის ოდენობის შეცვლა.
  • ყოველი ახალი ფსონი ავტომატურად იზრდება წინასწარ განსაზღვრული ბიჯის ოდენობით.
  • აუქციონში გამარჯვებულად ითვლება მომხმარებელი, რომელმაც აუქციონის დასრულებამდე ბოლო, ყველაზე მაღალი ფსონი დააფიქსირა.
  • აუქციონის დასრულების შემდეგ გამარჯვებულს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

ფსონის დაფიქსირება წარმოადგენს მომხმარებლის მიერ ნივთის შეძენის განზრახვის დადასტურებას.

4. გადახდის პირობები

  • აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს მოგებული ლოტის სრული ღირებულება.
  • გადახდა ხორციელდება მხოლოდ BIB.GE-ის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
  • გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
  • თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის თანხას, ადმინისტრაციას უფლება აქვს გააუქმოს გამარჯვება.
  • ადმინისტრაციას უფლება აქვს უარი უთხრას მომხმარებელს მომავალ აუქციონებში მონაწილეობაზე.
  • ადმინისტრაციას უფლება აქვს დაბლოკოს ან შეზღუდოს მომხმარებლის ანგარიში.
  • ადმინისტრაციას უფლება აქვს საკუთარი შეხედულებით ხელახლა განათავსოს ლოტი ან სხვა წესით განკარგოს იგი.

5. ნივთის მიღება და მიწოდება

  • მცირე ზომის ნივთები, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გაიგზავნოს საკურიერო მომსახურებით.
  • საკურიერო მომსახურების ღირებულებას იხდის მომხმარებელი, თუ მხარეები სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.
  • საშუალო და დიდი ზომის ნივთები მომხმარებელმა უნდა გაიტანოს BIB.GE-ის მიერ მითითებული მისამართიდან.
  • მოგებული ნივთი უნდა იქნას გატანილი გადახდის დადასტურებიდან არაუგვიანეს 72 საათისა, თუ მხარეები წინასწარ სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.
  • თუ ნივთი მითითებულ ვადაში არ იქნება გატანილი და მომხმარებელი ადმინისტრაციას წინასწარ არ შეატყობინებს დაგვიანების მიზეზს, BIB.GE უფლებას იტოვებს დააკისროს შენახვის საფასური ან გააუქმოს გარიგება განსაკუთრებულ შემთხვევებში.

6. ნივთების აღწერა

  • BIB.GE ცდილობს თითოეული ნივთის აღწერა, ფოტოები და მდგომარეობა მაქსიმალურად ზუსტად წარმოადგინოს.
  • აუქციონზე წარმოდგენილი ნივთების დიდი ნაწილი არის მეორადი, ვინტაჟური, ანტიკვარული ან საკოლექციო, რის გამოც მათ შესაძლოა აღენიშნებოდეთ ასაკისა და გამოყენების ბუნებრივი კვალი.
  • ნივთის ფერი, ზომა ან ვიზუალური აღქმა შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს ფოტოსა და რეალურ მდგომარეობას შორის.
  • მომხმარებელი ვალდებულია აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე ყურადღებით გაეცნოს აღწერას, ფოტოებსა და ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას.

7. დაბრუნების პოლიტიკა

  • აუქციონზე შეძენილი ნივთები, როგორც წესი, დაბრუნებას ან გაცვლას არ ექვემდებარება.
  • დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ BIB.GE-ისა და მომხმარებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
  • თუ დაბრუნება შეთანხმდება, მისი პირობები ინდივიდუალურად განისაზღვრება.

8. ადმინისტრაციის უფლებები

BIB.GE უფლებას იტოვებს:

  • ტექნიკური ხარვეზის, აშკარა შეცდომის ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობის შემთხვევაში შეაჩეროს, გააუქმოს ან თავიდან დაიწყოს აუქციონი.
  • გააუქმოს საეჭვო, არაკეთილსინდისიერი ან სისტემის მუშაობაზე ზემოქმედების მიზნით განხორციელებული ფსონები.
  • დაბლოკოს მომხმარებელი წესების დარღვევის შემთხვევაში.
  • ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები.

9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • BIB.GE არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებულ საკონტაქტო ან სხვა ინფორმაციაზე.
  • ადმინისტრაცია არ პასუხობს საკურიერო კომპანიის მომსახურების ხარისხზე, დაგვიანებაზე ან დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშვა ნივთის გადაცემის შემდეგ.
  • BIB.GE არ აგებს პასუხს ინტერნეტის, ელექტრომომარაგების, ტექნიკური შეფერხებების ან სხვა გარემოებების გამო გამოწვეულ დროებით შეფერხებებზე.

10. პერსონალური მონაცემები

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ რეგისტრაციის, აუქციონის პროცესის, გადახდისა და კომუნიკაციის მიზნით. მონაცემები მუშავდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. წესების ცვლილება

BIB.GE უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს ეს წესები. განახლებული პირობები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნებისთანავე.

12. დავების გადაწყვეტა

წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა პირველ რიგში გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

13. საკონტაქტო ინფორმაცია

კითხვების, პრეტენზიების ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გამოიყენოთ BIB.GE-ზე მითითებული საკონტაქტო არხები.

ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს აუქციონიდან მოხსნას ნებისმიერი ლოტი აუქციონის დასრულებამდე, თუ გამოვლინდა ტექნიკური შეცდომა, ნივთის დაზიანება, დაკარგვა ან სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის მისი რეალიზაციას. ასეთ შემთხვევაში მონაწილეებს არ წარმოეშობათ ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის უფლება.

B
BIB.GE აუქციონი

ჩვენ გთავაზობთ ვინტაჟური და ანტიკვარული ნივთების ექსკლუზიურ ონლაინ აუქციონებს. აღმოაჩინეთ იშვიათი ნივთები, შეიძინეთ ისტორია.

აუქციონი

  • მიმდინარე აუქციონები
  • რჩეული ლოტები
  • მალე სრულდება
  • ახალი ლოტები
  • როგორ მუშაობს
  • წესები და პირობები
  • თანხის დაბრუნების წესი
  • კონფიდენციალურობა
  • ჩემი ბიჯები

კონტაქტი

+995 591 40 97 95

gchuniashvili@gmail.com

Facebook-ის გვერდი

ნივთების გატანა:
თბილისი, ნუცუბიძის მე-2 პლატო
(მხოლოდ მოგებული ნივთებისთვის)

© 2026 BIB.GE — ყველა უფლება დაცულია.